სისტემა 02

ფანტელების დეკორაციული ეპოქსიდის იატაკი


ფერადი ფანტელები ნედლ ეპოქსიდზე ნაწილდება სრულ გაჯერებამდე, შემდეგ ზედაპირი იხეხება და პოლიასპარტიკის ლაქით იკეტება. შედეგი ერთგვაროვანი, ტერაცოს მსგავსი ტექსტურაა, რომელიც ყოველდღიურ კვალს პრაქტიკულად არ ამჩნევს.

ნაცრისფერი ფანტელების ეპოქსიდის იატაკი გარაჟში

ვისთვის არის

ეს ჩვენი ყველაზე გამძლე სისტემაა. ის იქ ირჩევა, სადაც იატაკს ყოველდღიური რეალური დატვირთვა აქვს — მანქანის ბორბლები, ურიკები, ავეჯის გადაადგილება, ტემპერატურის ცვლილება. პოლიასპარტიკის დამცავი ფენა UV-მდგრადია, ამიტომ ერთადერთი სისტემაა, რომელსაც გარეთაც ვდებთ.

სისქე
2–3 მმ
სამუშაოს ხანგრძლივობა
2 დღე
საბოლოო გაშრობა
12 სთ
იდეალურია
ავტოსადგომები და გარაჟებისაწარმოებისაწყობებირესტორნებიკომერციული ფართებიეზოებივერანდებიაივნებიგარე სივრცეები
კონსტრუქცია

სამი ფენა ბეტონზე


  • ფენა 1ეპოქსიდის გრუნტიუზრუნველყოფს ბეტონთან ძლიერ ბმას და სისტემის საიმედო საფუძველს. ბზარები და ორმოები ამ ეტაპზევე სწორდება.
  • ფენა 2დეკორატიული ფანტელებიფანტელი ნედლ ფენაზე იფრქვევა მანამ, სანამ ზედაპირი სრულად არ გაიჯერება. შემდეგ ჭარბი მასალა იხსნება და ზედაპირი გლუვ ფაქტურამდე მუშავდება.
  • ფენა 3პოლიასპარტიკის გამჭვირვალე ლაქიმაღალი ცვეთამედეგობა და UV-მდგრადობა. სწორედ ეს ფენა აძლევს სისტემას გარე სივრცეში მუშაობის საშუალებას.
პალიტრა

10 მზა ფერი


შეკვეთისას ფერი ზუსტდება შესაბამისი ნომრით.

ეპოქსიდის დეკორაციული ფანტელი № 15 — ფერის ნიმუში
№ 15
ეპოქსიდის დეკორაციული ფანტელი № 18 — ფერის ნიმუში
№ 18
ეპოქსიდის დეკორაციული ფანტელი № 12 — ფერის ნიმუში
№ 12
ეპოქსიდის დეკორაციული ფანტელი № 07 — ფერის ნიმუში
№ 07
ეპოქსიდის დეკორაციული ფანტელი № 01 — ფერის ნიმუში
№ 01
ეპოქსიდის დეკორაციული ფანტელი № 17 — ფერის ნიმუში
№ 17
ეპოქსიდის დეკორაციული ფანტელი № 05 — ფერის ნიმუში
№ 05
ეპოქსიდის დეკორაციული ფანტელი № 20 — ფერის ნიმუში
№ 20
ეპოქსიდის დეკორაციული ფანტელი № 14 — ფერის ნიმუში
№ 14
ეპოქსიდის დეკორაციული ფანტელი № 22 — ფერის ნიმუში
№ 22

ნიმუშები გადაღებულია ბუნებრივ განათებაში. დაგებულ იატაკზე ტექსტურა უფრო თანაბრად ნაწილდება, ხოლო დამცავი ლაქი ფერებს დამატებით სიღრმეს სძენს.

გალერეა

დაგებული იატაკი


იხილეთ მარმარილოს ეფექტიც →

კონსულტაცია

შევაფასოთ თქვენი სივრცე

გამოგვიგზავნეთ ფართობი და არსებული სივრცის რამდენიმე ფოტო — დაგიკავშირდებით და შემოგთავაზებთ თქვენთვის შესაბამის ვარიანტს.